დღეს, 23 ივნისს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, ვასილ ტროფიმოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
საექსპოზიციო სივრცეში მხატვრის 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
ნახატების გარდა დამთვალიერებელი მხატვრის პირად ნივთებს იხილავს.
მხატვარ ვასილ ტროფიმოვის ოჯახმა მუზეუმს ზემოაღნიშნული პირადი ნივთები და მხატვრის ფერწერული ნამუშევრები საჩუქრად გადასცა.